LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ სურთ რეალისტებს

33

მადრიდის „რეალის“ ქომაგებს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის ხილვა სურთ. ამის თქმის საფუძველს AS-ის საიტზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები იძლევა.
22 ათასი გამოკითხულიდან ზიდანს მხარი 52%-მა დაუჭირა. ჟოზე მოურინიომ, რომელიც ჭორების მიხედვით შესაძლოა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაბრუნდეს, მხოლოდ 33% მიიღო. როგორც ჩანს, გულშემატკივრები მას „სამეფო გუნდთან“ ხმაურიან დაშორებას ვერ პატიობენ. „რეალის“ ამჟამინდელმა მწვრთნელმა რაფა ბენიტესმა სასურველთა სამეული დაასრულა – 14%.
ესპანელი სპეციალისტისთვის ყველაზე დიდი დარტყმა საშინაო ელ კლასიკოში გამანადგურებელი 0:4 გახდა.
ლა ლიგის 16 ტურის შემდეგ „ბლანკოსი“ მესამეა და „ბარსელონას“ 2 ქულით ჩამორჩება, ოღონდ კატალონიელებს ერთი თამაში კიდევ თადარიგში აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები