LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Vip-თვითმფრინავის ბორტგამცილებელმა მდიდარი კლიენტების უჩვეულო სურვილებზე ისაუბრა

138
5

ავიაკომპანია VistaJEt-ის VIP-თვითმფრინავის ბორტგამცილებელმა ყველაზე მდიდარი მგზავრების უჩვეულო სურვილებზე ისაუბრა. მის ისტორიას გამოცემა Insider ავრცელებს.

სინდი კოვალევსკი აღიარებს, რომ მთელი კარიერის განმავლობაში ბორტზე ხან ძიძად უწევდა მუშაობა, ხან ბარმენად, სომელიედ და ხანაც მსახურთუხუცესად. ის მგზავრები, ვისაც შეეძლო რომ საათში 11 ათას დოლარიანი ჩარტერი შეეძინა, ამ და კიდევ ბევრ სხვა პროფესიის სპეციალისტებს საჭიროებდნენ.

„კომპანია მოითხოვს, რომ მის თანამშრომლებს ყველა ეს ცოდნა ჰქონდეთ, რათა ფრენის დროს მგზავრების უსაფრთხოება უზრუნველყონ. მათ შორის ნებისმიერი შინაური ცხოველის, რომელიც ისეთივე განსაკუთრებულ მომსახურებას და ყურადღებას იღებდა, როგორც მათი მეპატრონეები“.

ბორტგამცილებლებს მაგიდების სერვირება თუ ჭურჭლის განლაგება უმაღლესი დონის სპეციალისტებმა შეასწავლეს, პროფესიონალმა ძიძებმა კი უამბეს თუ როგორ უნდა მოევლოთ პრინცებისა და პრინცესებისთვის.

„ჩვენი მგზავრების უმრავლესობას ღვინო უყვარდა, ამიტომ რამდენიმე დღის განმავლობაში გავდიოდი ტრენინგს, რათა სწორი რეკომენდაციების გაცემა შემძლებოდა. ბრმა დეგუსტაციები გავიარე, რათა ყურძნის სხვადასხვა სახეობის თვისებების გამოცნობა მესწავლა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები