LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირტუალურ პერსონაჟზე დაქორწინებულმა კაცმა ქორწინების მეექვსე წელი აღნიშნა

113
7f83da5a-1dca-4423-bae0-60bed22c

იაპონიაში მცხოვრებმა აკიჰიკო კონდომ ვირტუალურ მომღერალთან 6-წლიან ქორწინებაზე ისაუბრა. მამაკაცის ისტორიას South China Morning Post ავრცელებს.

4 ნოემბერს კონდომ თავის უჩვეულო მეუღლესთან მორიგი იუბილე აღნიშნა. ჰაცუნა მიკუ – გამოგონილი პერსონაჟია, რომელიც სინთეზატორის დახმარებით მღერის.

განსაკუთრებული დღესასწაულისთვის კაცმა იყიდა ტორტი წარწერით – „მე ძალიან მიყვარს მიკუ. ბედნიერი მეექვსე ქორწინება!“ ბედნიერი მამაკაცი აღიარებს, რომ არ შეუძლია იმის გარანტირება, რომ მიკუს მიმართ ყოველთვის ასეთი რომანტიკული გრძნობები ექნება. თუმცა, ის ფიქრობს, რომ ეს მის სიყვარულს კიდევ უფრო ღირებულს ხდის.

აღსანიშნავია, რომ იაპონელმა ნამდვილ ქალებთან ურთიერთობა ბევრჯერ სცადა, თუმცა მათგან ყოველთვის უარი მიიღო. კონდოს დეპრესიაც კი ჰქონდა და ცხოვრების თავიდან შეყვარებაში მას სწორედ ვირტუალური ცოლი დაეხმარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები