„The Local“-ის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთში მდებარე პატარა დასახლება ლავერტეცო ვიზიტორთა მიღებას ვერ აუდის, ყველაფერი კი იტალიელი მოგზაურის მარკო კაპედრის დამსახურებაა. მარკომ სოფელს „მილანის მალდივები“ უწოდა და იქ რამდენიმე წარმატებული კადრის გადაღებაც შეძლო. სულ მალე მისმა პოსტმა 2,7 მილიონი ნახვა დააგროვა და სოფელში ტურისტთა შედინებაც დაიწყო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივებს ეს ფაქტი დიდად არ ახარებთ, რადგან მოგზაურები არც თუ ისე კარგად იქცევიან, გარემოს აბინძურებენ, ქუჩებში გახდილები დასეირნობენ და ა.შ.
https://www.facebook.com/CapeditVideo/videos/1594826797196482/