LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია (ვიდეო)

35

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ-მდე წონითი კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა. ახლა უკვე ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში რუსთა ჩეჩენ ფალავანს ახმეტ ჩაკაევს დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე მოუგო. “მასთან ადრე წაგებული მაქვს, ძალიან ძლიერი მეტოქეა. რომ შემძლებოდა, მარტივად მოვუგებდი, მაგრამ ვერა – გამარჯვებისთვის მაქსიმუმის გაღება დამჭირდა.

არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, მეტოქე რუსია, ფრანგი თუ ამერიკელი. ყველა მოწინააღმდეგეს დიდ პატივს ვცემ და ყველას ერთნაირად ვეკიდები.

ოლიმპიადამდე 4-წლიანი ციკლია და ეს ევროპის ჩემპიონატი ამ ციკლის დასაწყისია. ის წარმატებით დავიწყე და იმედია, ტრავმები ხელს არ შემიშლის, კარგად გავივლი ამ გზას და ოლიმპიადას მეორედ მოვიგებ.

ხინჩეგაშვილმა პირველ შეხვედრაში მოლდოველ მეტოქეს 4-1 სძლია. ოლიმპიურმა ჩემპიონმა მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი აჰმედნაბი გვარზატილოვი 9-5 დაამარცხა, ნახევარფინალში კი უკრაინელ პეტრო ბილეიჩუკს დაუპირისპირდა, ანგარიშით 8-2 სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც რუსეთის წარმომადგენელ ახმედ ჩაკაევს დაუპირისპირდა. ხინჩეგაშვილმა დაძაბულ ორთაბრძოლაში რუს სპორტსმენს 10-9 სძლია და ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონი გახდა.

 

https://www.youtube.com/watch?v=cMXMSzILPa0

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები