LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen ჩინეთთან აპირებს კონკურენციის გაწევას და სუპერ იაფფასიან ელექტრომობილებს ამზადებს

124
volkswagen

Volkswagen ულტრა იაფფასიან ელექტრომობილებს ამზადებს, რათა ჩინეთს გაუწიოს კონკურენცია. ავტო გიგანტის ბოსმა რალფ ბრანდშტეტერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისინი მუშაობენ ელექტროქარების ახალ პლატფორმაზე, რომლის მეშვეობითაც ავტომობილების საწყისი ღირებულება მხოლოდ 19,6 ათასი დოლარი იქნება. ბიუჯეტური ხაზი 4 მოდელს გააერთიანებს და მათ ჩინეთის ბაზრისთვის, ჩინეთშივე ააწყობენ.

Volkswagen-ში ამბობენ, რომ ჩინეთი ძალიან მგრძნობიარეა ფასების მიმართ და გერმანულ კონცერნს ხარჯების ოპტიმიზაცია უწევს. იმისათვის, რომ ელექტროქარების თვითღირებულება შეემცირებინათ, მათ ჩინურ მასალებზე მოუწიათ გადასვლა. მაგალითად, ვირტუალური მოწყობილობების პანელის ეკრანების ადგილობრივ მომწოდებელთან შეძენით, კომპანიამ ხარჯები 37%-ით შეამცირა.

ახალ პლატფორმაზე აგებული პირველი ელექტროქარი 2026 წლისთვის იქნება მზად და ფასი 20 ათას დოლარამდე იქნება, ეს მაშინ როცა Volkswagen-ის ელექტროქარების ღირებულება ზოგადად 35 ათასი დოლარიდან იწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები