LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen ეკონომიის გაწევის მიზნით ხელფასებს შეამცირებს

110
Volkswagen ეკონომიის გაწევის მიზნით ხელფასებს შეამცირებს

Volkswagen ეკონომიის მიზნით ხელფასებს შეამცირებს. ფინანსური კრიზისის გადატანის შემდეგ ავტო გიგანტი ამა თუ იმ გზას მიმართავს, რომ ხარჯები შეამციროს. მორიგი ასეთი ნაბიჯი გახდება ხელფასების 10%-ით შემცირება და სხვა შეზღუდვები.

ეკონომიის მიზნით Volkswagen-მა შესაძლოა ტოპ-მენეჯერებს ბონუსებიც შეუმციროს. გარდა ამისა, უფროსობა ისევ განიხილავს დახურვას – ისტორიაში პირველად გერმანიაში რამდენიმე საწარმოს გაუქმებას.

ოქტომბრის დასაწყისიდან Volkswagen ყოველ კვირა ატარებს შეხვედრებს პროფკავშირებთან, ხარჯების შემცირებას განიხილავს და წარმოების ოპტიმიზაციის გზებსაც ეძებს. მუშები თავის მხრივ ამტკიცებენ, რომ ასეთი სტრატეგია კონცერნს ჯერ ისევ არ აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები