LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-ის ახალი მოდელი საჭისა და სატერფულის გარეშე

75

კომპანია Volkswagen-მა ჟენევის ავტოსალონზე უპილოტო მოდელის პროტოტიპი წარმოადგინა სახელად – Sedric. გერმანულმა კომპანიამ მოდელს მომავლის ავტომობილების მამა უწოდა. მწარმოებლის განცხადებით, ახალი ,,ლამაზმანი’’ საჭისა და სატერფულის გარეშეა წარმოდგენილი. პროტოტიპი ავტოპილოტის სისტემითაა აღჭურვილი და ადამიანის ნებისმიერი სახის ჩარევას კრძალავს მოძრაობისას.

ამ ეტაპზე ახალი ტიპის ავტომობილის ტესტირება მიმდინარეობს. კრიტიკოსების აზრით, კითხვის ნიშნის ქვეშაა მისი უსაფრთხოება.

აღსანიშნავია, რომ მოდელი აღჭურვილია სპეციალური ღილაკით, რომლითაც ხდება ხმოვანი ბრძანებების მიღება. პოტენციურ მგზავრებს მხოლოდ შეუძლიათ მიმართულება მითითება, რის შემდეგაც ავტომობილი თავად ირჩევს მსვლელობის ტრაექტორიას, სისწრაფესა და პარკირებისთვის ხელსაყრელ ადგილს და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები