კომპნია Volkswagen-მა პარიზის ავტოსალონზე ახალი ელექტრონული ჰეთჩბექი წარმოადგინა. მოდელის კოდური სახელია I.D.
აღსანიშნავია, რომ კონცეპტქარი ელექტრონული მოწყობილობისაა და ავტონომიური მართვის სისტემითაა აღჭურვილი. პროტოტიპი აგებულია Volkswagen-ის კონცერნის პლათფორმაზე, რომლის სახელწოდებაცაა – MEB – Modular Electric Drive kit. გერმანულმა ავტომწარმოებელმა სპეციალურად შეიმუშავა ელექტრომობილისთვის განკუთვნილი მოდულური შასი. პლათფორმა Li-ion ბატარეებზე მუშაობს.
კონცეპტქარი დაკომპლექტა ელექტრონული ძრავით, რომელიც 169 ცხენის ძალის სიმძლავრისაა. აგრეგატი 100 კმ/სთ სიჩქარეს 8 წამში ანვითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 160 კმ/სთ-ითაა წარმოდგენილი. ბატარეების ენერგიის წყალობით მოდელს 400-დან 600 კმ-მდე გავლა შეუძლია.
პროტოტიპის ყველაზე მთავარი ღირსება უკაბელო დატენვის ფუნქციაა – ე.წ. Wireless Charging. ავტომწარმოებელმა აღნიშნა, რომ 80%-მდე ბატარეის დატენვა ამ ტექნოლოგიის წყალობით არც მეტი, არც ნაკლები საათ-ნახევარშია შესაძლებელი.
რაც შეეხება Volkswagen I.D.-ს ზომებს. მისი სიგრძე 4099 მმ-ია, სიგანე 1800 მმ, ხოლო სიმაღლე 1529 მმ. იგი 156 მმ-ით მოკლე და 77 მაღალია იგივე თაობის Golf-ის მოდელზე.