LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-მა Jetta-ს სედანები ხანძრის რისკის გამო უკან გაიწვია

113
1098x1098

კომპანია Volkswagen აცხადებს მასშტაბურ უკან გაწვევის კამპანიას, რომელიც შეეხება 61 ათასზე მეტ Volkswagen Jetta-ს. ეს ავტომობილები დამზადებულია მექსიკაში 2025 და 2026 წლებში.

პრობლემა დაკავშირებულია ძრავის განყოფილებაში შესაძლო ხანძრის გაჩენასთან. როგორც კომპანიაში აცხადებენ, უკვე დაფიქსირებულია მინიმუმ სამი შემთხვევა, როცა ამ მიზეზით ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

რისკი გამოწვეულია წარმოების პროცესში დაშვებული შეცდომით – შესაძლებელია, რომ ერთ-ერთი სადენი არასწორად იყოს დაყენებული ან საერთოდ არ იყოს მიერთებული. ეს კი მოკლე ჩართვის საფრთხეს ქმნის.

გარდა სამი ხანძრის შემთხვევისა, დაფიქსირებულია კიდევ სამი ეპიზოდი, როცა ელექტროგაყვანილობა დადნა. თუმცა კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ არსებობს ინფორმაცია არც ავარიების და არც დაშავებულების შესახებ.

Volkswagen-ის შეფასებით, ეს პრობლემა შესაძლოა მხოლოდ ავტომობილების დაახლოებით 1%-ს ეხებოდეს, თუმცა მაინც ყველა საეჭვო მანქანა შემოწმდება. საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული სადენი შეიცვლება ან სწორად დამონტაჟდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები