LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-მა Passat-ის ახალი ვერსია გამოუშვა

107
Volkswagen-მა Passat-ის ახალი ვერსია გამოუშვა

Volkswagen-მა გუანჯოუს ავტოსალონზე წარმოადგინა Passat-ის ახალი ჰიბრიდული ვერსია – Passat ePro, რომელიც სპეციალურად ჩინეთის ბაზრისთვის შეიქმნა გერმანულ ბრენდსა და SAIC-ს შორის თანამშრომლობით.

რა იცვლება?

ახალი Passat ePro აღჭურვილია PHEV სისტემით (განმეორებითი ჰიბრიდი), სადაც ბენზინის ძრავი მხოლოდ გენერატორის როლს ასრულებს და  ბორბლებს პირდაპირ არ უკავშირდება. საერთო სიმძლავრე – 250 ცხენის ძალაზე ოდნავ მეტია.

გარედან Passat ტრადიციულად მოკრძალებული დიზაინით გამოირჩევა:

წინ – მინიმალისტური ფარები და თხელი LED ზოლი,

უკან – გაწელილი ერთიანი სანათების ბლოკი, რომელიც თანამედროვე ჩინურ VW-ს სტილს მოგვაგონებს.

სალონშიც სრული მინიმალიზმია:

ორი ეკრანი – ინსტრუმენტების პანელი და მულტიმედია.

ფიზიკური ღილაკები თითქმის აღარ არის – მხოლოდ საჭეზე და კარებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ფუნქციების უმეტესობა ცენტრალური დისპლეით იმართება.

მანამდე იმავე გამოფენაზე Toyota-მ განახლებული Corolla აჩვენა – სპეციალურად ჩინეთის ბაზრისთვის განახლებული მოდელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები