გერმანულმა ავტოგიგანტმა Volkswagen-მა ახალი კონცეპტუალური ავტომობილის პირველი ოფიციალური თიზერი გამოაქვეყნა. ავტომობილი, რომელიც Nissan Juke-სა და Mazda CX-3-ის კონკურენცისთვის ემზადება, მარტში დაგეგმილ ჟენევის ავტოშოუზე გამოჩნდება.
კომპანიაში ახალი ავტომობილის დეტალებზე პრემიერამდე არ საუბრუბენ, ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოდელი ელექტროავტომობილის Budd-e-ს დიზაინით იქნება დამზადებული, რომელიც მომხმარებლების წინაშე იანვარში, ლას-ვეგასში გამართულ ელექტრონიკის გამოფენაზე წარსდგა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით ახალი მოდელის სახელწოდება T-Cross იქნება. არ არის გამორიცხული, რომ ავტომობილის გაყიდვებმა კომპანიას საკმაოდ დიდი შემოსავალი მოუტანოს. კრიტიკოსები ამ ფაქტს ამერიკულ ბაზარზე Volkswagen-ის მიერ წარმოებული ავტომობილების დიდ მოთხოვნას უკავშირებენ და ვარაუდობენ, რომ T-Cross მომხმარებლების წინაშე ელექტროქარის სახით წარსდგება.