LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-ს ელექტრომობილები უმთავრდება

69
volkswagen

Volkswagen Group ელექტროქარების სიდიდით მეორე მწარმოებელია მსოფლიოში და როგორც გაირკვა, მას მარაგები უმთავრდება. დილერებს ელექტროქარების საკმარისი რაოდენობა აღარ აქვთ, ახალი მოდელების აწყობა კი საჭირო დეტალების დეფიციტის გამო შეუძლებელია. ეს ინფორმაცია კომპანიის მეთაურმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ევროპასა და აშშ-ში წელს ელექტროქარებს ფიზიკურად ვეღარ გაყიდიან.

დეტალების სიმცირე გლობალურ წარმოებაზე მართლაც ძალიან ცუდ შედეგს ახდენს. თანაც, ეს ეხება არამხოლოდ Volkswagen-ს, არამედ Audi-სა და Skoda-ს, რომლებზეც ასევე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ევროპაში. თავად Volkswagen ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მწარმოებელია და მხოლოდ გასულ კვარტალში კონცერნმა 100 ათასი ასეთი მანქანის რეალიზება შეძლო. ხოლო ის ადამიანები, ვინც ელექტროქარს ახლა შეუკვეთს, მის მიღებას მომავალ წლამდე არ უნდა ელოდონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები