გერმანულმა ავტო კონცერნმა Volkswagen-მა თანამშრომლების შემცირების გეგმები განაახლა, 35 ათასი ადამიანის ნაცვლად 50 ათას ადამიანს გაათავისუფლებენ.
კომპანიის ხელმძღვანელმა ოლივერ ბლუმემ აქციონერებს განუცხადა, რომ ხარჯების მკაცრი კონტროლის გარეშე ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლებელია.
რას უკავშირდება შემცირებები:
შესაძლო შემცირებები ძირითადად შეეხება გერმანიას;
35 ათასი თანამშრომელი უშუალოდ Volkswagen-ის საწარმოებზე მოდის;
დამატებით დაახლოებით 15 ათასი თანამშრომელი მუშაობს Porsche-სა და Cariad-ში;
ფინანსური მაჩვენებლები
მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვები თითქმის უცვლელი დარჩა – დაახლოებით 9 მილიონი ავტომობილი და 322 მილიარდი ევრო შემოსავალი, ოპერაციული მოგება მკვეთრად შემცირდა: უფრო ზუსტად – 8,9 მილიარდ ევრომდე.
კომპანია მიზეზებს შორის ასახელებს:
- აშშ-ის სატარიფო პოლიტიკას
- ჩინეთში ბაზრის გაუარესებულ მდგომარეობას
- პროდუქტის სტრატეგიის ცვლილებებს
განსაკუთრებული გავლენა იქონია Porsche-ის გეგმების კორექტირებამ, რამაც კომპანიას 3 მილიარდ ევროზე მეტი დამატებითი ხარჯი დაუმატა.
ამასთან, ადრე გავრცელებული ინფორმაციით, Volkswagen შესაძლოა კიდევ რამდენიმე ქარხნის დახურვასაც განიხილავდეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის.