ჩინური კომპანია Geely, რომელიც Volvo-ს თანამფლობელია, ახალი ავტომობილების ბრენდის გამოსაშვებად ემზადება. აღსანიშნავია, რომ ახალი ბრენდი, სახელწოდებით Lynk & Co იქნება წარმოდგენილი. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა OmniAuto ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ახალი ბრენდი ოფიციალურად 20 ოქტომბერს ბერლინში იქნება წარმოდგენილი. პროექტის შესახებ ისაუბრებს Volvo-ს ვიცე-პრეზიდენტი და მარკეტინგის მენეჯერი – ალან ვისერი.
სამწუხაროდ არანაირი დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.