Volvo ცუდი გაყიდვების გამო ხარჯებს მკვეთრად შეამცირებს. ბაზარზე დაძაბულობის ზრდის ფონზე კომპანია მოთხოვნის შემცირებას უჩივის. ამასთან დაკავშირებით შვედებმა ხარჯების 18 მილიარდი კრონით შემცირება გადაწყვიტეს. ეს კი ყველა შემთხვევაში სამუშაო ადგილების კლებას გამოიწვევს. გარდა ამისა, Volvo-მ მომავალი წლის ფინანსურ პროგნოზებსაც გადახედა: პერსპექტივებს ამძიმებს ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად ტრამპის გადასახადებიც.
ამჯერად Volvo ბიზნესის რესტრუქტურიზაციითაა დაკავებული, რომელიც ახალმა გენერალურმა დირექტორმა დაიწყო. მისი გეგმა ცუდი გაყიდვების შემდეგ კომპანიის სტაბილურობის დაბრუნებაა, ელექტროქარების გაყიდვების შემცირების ფონზე ეს მარტივი ვერ იქნება.
კომპანიას სურს, რომ აშშ-ში ბიზნესი პრიორიტეტული გახადოს და სამხრეთ კაროლინას შტატში წარმოება გააფართოოს. ამერიკულ ხაზს უნდა დაემატოს ჩვეულებრივი ან „ჰიბრიდული“ ავტომობილებიც. მანამდე კი აშშ-ში მანქანების დიდი ნაწილი ევროპიდან ხვდება.