LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volvo XC40-ის პრემიერა 2018 წლისთვის გადაიდო

48

ახალი კომპაქტური ქროსოვერი Volvo XC40 ოფიციალურად 2018 წლისთვის გამოვა. აღნიშნულის შესახებ შვედური კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, პეტერს მერტენსმა გამოცემა Autocar-თან ინტერვიუში განაცხადა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ავტომობილი 2017 წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა, საზოგადოებისთვის გაუგებარი მიზეზების გამო, საჯარო ჩვენება 1 წლით გადაიდო.

2016 წლის მაისში Volvo-მ ჰეთჩბექის პროტოტიპები წარმოადგინა. მოდელი აგებულია CMA-ს პლათფორმაზე, რომელიც ჩინურ კომპანია Geely-სთან ერთად იქნა შემუშავებული.

კომპაქტური ქროსოვერების პრეზენტაცია ბელგიაში შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები