LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წაუგებელი ლივერპული დამარცხებულია, ჩემპიონთა ლიგა საფრთხის ქვეშაა – ამბები მოკლედ

71
rue4d9a8469ad

უეფამ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მატჩები შეაჩეროს კორონავირუსის გამო.

ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები მომდევნო გათამაშების მეოთხედფინალში პირველად ვერ გავიდნენ ბოლო 13 წელიწადში.

ობლაკი და ილიჩიჩი – ჩემპიონთა ლიგაზე კვირის მოთამაშეობის პრეტენდენტები არიან.

ობლაკი და ბერნატი ოთხშაბათის საუკეთესო მოთამაშეები არიან.

დიეგო სიმეონე: “ობლაკი – მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა. ის ისეთივეა როგორც მესი “ბარსაში”, შედეგს აკეთებს”.

 

“ლივერპულმა” შინ პირველად წააგო ბოლო 43 მატჩში, ევროთასებზე კი პირველად ბოლო 6 წელიწადში.

“ლივერპულის” მეკარეებმა ყველაზე მეტი შედეგიანი შეცდომა დაუშვეს ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 2.5 წელიწადში.

კლოპმა ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩი პირველად წააგო 5 წელიწადში.

კლოპი პირველად გავარდა “ლივერპულთან” ერთად ევროთასებიდან. მას სამჯერ ფინალში გაყავდა გუნდი.

დი მარიამ 24-ე საგოლე პასი მისცა ჩემპიონთა ლიგაზე. მხოლოდ მესის და რონალდოს აქვთ უკეთესი შედეგი.

პსჟ-ს ფანები გუნდს სტადიონის სიახლოვეს შეიკრიბნენ და საყვარელ გუნდს ისე ქომაგობდნენ.

 

“იუვენტუსის” მცველი რუგანი კორონავირუსით დაინფიცირდა.

რონალდო არ ვარჯიშობს “იუვენტუსთან” ერთად რუგანის კორონავირუსის გამო. კრიშტიანო მადეირაზე დარჩა.

ინგლისში მატჩები სეზონის ბოლომდე მაყურებლის გარეშე ჩაივლის.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები