თბილისში, წერეთლის გამზირზე BMW-ს ფირმის ავტომობილი აფეთქდა. ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ავტომობილის აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. უცნობია თუ რა გახდა შემთხვევის გამომწვევი მიზეზი. თვითმხილველებისთვის ასევე უცნობია ავტომობილის მფლობელის ვინაობაც.
საქმეზე 187-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რომელიც ნივთის დაზიანება-განადგურებას გულისხმობს.