LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air აპრილიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით ფრენებს აღადგენს

109
24884842-passagiere-laufen-zu-einem-airbus-von-wizz-air-die-auf-dem-rollfeld-des-danziger-flughafens-steh-2ffe

ქუთაისიდან Wizz Air-ი მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით ფრენებს აპრილიდან აღადგენს. ამის შესახებ ავიაკომპანია იტყობინება.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, ავიაკომპანია ასევე ზრდის ფრენების სიხშირეს ოთხი მოქმედი მიმართულებით – ქუთაისიდან პრაღის (ჩეხეთი), ლარნაკას (კვიპროსი), ასევე ათენისა და თესალონიკის (საბერძნეთი) პოპულარულ მიმართულებებზე.

“2025 წლის აპრილიდან აღადგენს ფრენებს ქუთაისიდან ორი საერთაშორისო მიმართულებით: მადრიდი (ესპანეთი) და ჰამბურგი (გერმანია). ბილეთების საწყისი ფასი მხოლოდ 39.99 ევროა, შეძენა უკვე შესაძლებელია Wizz Air-ის ოფიციალურ ვებგვერდსა და ავიაკომპანიის მობილურ აპლიკაციაში.

როგორც საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერი, Wizz Air-ი აძლიერებს კავშირებს საქართველოსა და ევროპას შორის და ქართველ მგზავრებს უფრო ხელმისაწვდომი მოგზაურობის შესაძლებლობებს სთავაზობს. ავიაკომპანია 2025 წლის აპრილიდან განახორციელებს ფრენებს ჰამბურგისა და მადრიდის მიმართულებით კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს”, – იტყობინება Wizz Air-ი.