ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი და საქართველოს წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის ბაზის გახსნის ორი წლის იუბილეს აღნიშნავს. 2016 წელს საქართველოში პირველი ბაზის გახსნის შემდეგ, ავიაკომპანიას უკვე ჰყავს ეკიპაჟის 70-ზე მეტი ადგილობრივი წევრი და 2 ბაზირებული ავიახომალდი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რაც 14 ქვეყნის 21 მიმართულებით მოგზაურობას უზრუნველყოფს.
როგორც ”ფორტუნას” ავიაკომპანიიდან აცნობეს, 6 წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ, ევროპაში მასშტაბური გაფართოების ფარგლებში, დაბალბიუჯეტიანი ქსელის დივერსიფიკაციის შედეგად, Wizz Air-მა 2018 წელს ამატებს 10 ახალ მიმართულებას: რიგა, ვროცლავი, პარიზი, პრაღა, ათენი, ბარსელონა, რომი, ბუქარესტი და გდანსკი Wizz Air-ის მიერ ქუთაისის აეროპორტიდან 14 ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ 21 მიმართულებათა შორისაა.
”Wizz Air-ის სწრაფად მზარდი ავიარეისები მომხმარებლებს სთავაზობს მართლაც დასამახსოვრებელი მგზავრობის გამოცდილებასა და რეალურად დაბალ ფასებს – ბილეთებს სულ რაღაც 24,99 ლარიდან. საქართველოს წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მაღალხარისხიანი მომსახურებით რეკორდული რაოდენობის მგზავრმა ისარგებლა – 2018 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ავიაკომპანიამ საქართველოს რეისებზე 365,000-მდე მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 67%-ით აღემატება.
2019 წელს Wizz Air-ის გუნდი თავისი დაბალბიუჯეტიანი რეისებით თითქმის 700,000 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს, რაც წინა წლის ანალოგური პერიოდის მონაცემს 85%-ით აღემატება. Wizz Air-ის 2019 წლის ზაფხულის განრიგი უკვე ხელმისაწვდომია wizzair.com-ზე, სადაც დაგხვდებათ ისეთი საინტერესო მიმართულებები, როგორიცაა: ვენა, ბუდაპეშტი, გდანსკი, ათენი და მილანი.
2018 წელს Wizz Air-ის 44 ქვეყნის მასშტაბით მოქმედ მრავალფეროვან ქსელს ჯამში 125-ზე მეტი ახალი ავიამიმართულება და 700-მდე დამატებითი ყოველკვირეული რეისი ემატება. ავიაკომპანია ასევე აგრძელებს ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებას, რასაც ადგილობრივ ეკიპაჟში 70 წევრის დასაქმებითა და საავიაციო, სატრანსპორტო, ტურისტულ თუ სტუმართმოყვარეობის სექტორებში 250 ადგილობრივი სამუშაო ადგილის შექმნით ახერხებს”, – ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ანდრას რადო, Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი: “ქუთაისის ბაზის გახსნიდან 2 წლის იუბილეს აღვნიშნავთ იმ ორ მილიონამდე მგზავრთან ერთად, რომელთაც ბოლო 6 წლის განმავლობაში არჩევანი ჩვენს ავიაკომპანიაზე შეარჩიეს. ჩვენ მოტივირებულები ვართ, რომ ქუთაისის ქსელში მეტი მიმართულება დავამატოთ, მომხმარებლებს უფრო დაბალი ფასები და ფრენის უკეთესი გამოცდილება შევთავაზოთ. მანამ, სანამ ჩვენ ოქტომბრიდან ქუთაისი-ვენის რეისის დამატებას აღვნიშნავთ, თქვენ უკვე შეგიძლიათ დაჯავშნოთ ბილეთები ქუთაისიდან გდანსკის მიმართულებით, wizzair.com-ზე, სულ რაღაც 154,99 ლარად. ჩვენ მადლობას ვუხდით თითოეულ ქართველ მომხმარებელს იმისთვის, რომ არჩევანს Wizz Air-ზე აჩერებს და ვიმედოვნებთ, რომ ბორტზე კიდევ უფრო მეტ მოგზაურს შევხვდებით“.