LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air-ის უფასო ხელბარგის ბორტზე ატანის წესებში ცვლილებებია

218

დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-ს უფასო ხელბარგის ბორტზე ატანის წესებში ცვლილებები შეაქვს.

როგორც იცით, Wizz Air-ის ყველა სტანდარტული ბილეთის ფასში შედის უფასო ბარგი (55x40x23სმ, 10 კგ), თუმცა თვითმფრინავის ბორტზე შეზღუდული სივრციდან გამომდინარე, ყველა მგზავრის ბარგი სალონში ვერ განთავსდება.

”იქიდან გამომდინარე, რომ თვითმფრინავის ბორტზე სივრცე შეზღუდულია, ჩვენ ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ყველა მგზავრი შეძლებს ხელბარგის შეტანას სალონში. ხელბარგის სალონში შეტანას შეძლებენ მხოლოდ ის მგზავრები, რომლებსაც შეძენილი აქვთ WIZZ პრიორიტეტის სერვისი (დამოკიდებულია ჩასხდომის პროცედურაზე თითოეულ აეროპორტში) იმ მგზავრების ხელბარგი, რომლებსაც არ შეუძენიათ WIZZ პრიორიტეტის სერვისი, შეინახება თვითმფრინავის სატვირთო განყოფილებაში და მისი მიღება შესაძლებელი იქნება ბარგის კონვეიერიდან, დანიშნულების აეროპორტში.

WIZZ პრიორიტეტი არ გთავაზობთ შეღავათებს რეისზე რეგისტრაციისას და უსაფრთხოების შემოწმების გავლისას. თუ უსაფრთხოების შემოწმების პროცესის უფრო სწრაფად გავლა გსურთ, ისარგებლეთ უსაფრთხოების შემოწმების სწრაფად გავლის სერვისით!”, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

ცვლილებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ვიზეარის გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები