LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის სპორტსმენი მესია, წლის გუნდი „ლივერპული“

78
THE-BEST-06

სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ ლიონელ მესი 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა 394 ქულა მიიღო (13.11%). ამ სეზონში არგენტინელმა მეექვსედ აიღო „ოქროს ბურთი“.

მეორეა კენიელი მორბენალი ელიუდ ლიპჩოგე. მას ხმა 361 ადამიანმა მისცა (12.01%).

მესამე ადგილი ერგო ჩოგბურთელ რაფაელ ნადალს, რომელმაც 282 ხმა დააგროვა (9.38%).

მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო. მას 240 ხმა დაუგროვდა (7.98%).

მეექვსეზე გავიდა „ლივერპულის“ ჰოლანდიელი მცველი ვირხილ ვან დეიკი. მას 159 ხმა აქვს (5,29%).

 

ასოციაციამ 2019 წლის საუკეთესო გუნდად „ლივერპული“ დაასახელა.
ინგლისურმა კლუბმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, 908 ხმა დააგროვა (30,21%).

მეორე ადგილზე გავიდა აშშ-ს ქალთა ნაკრები, რომელმაც 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო (538 ხმა – 17,90%).

მესამე რაგბის მსოფლიო თასის მომგები სამხრეთ აფრიკა გავიდა (434 – 14,44%).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები