LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვრილმანი საავტომობილო დეტალები, რომლის ცოდნაც ბევრ პრობლემას აგარიდებთ

91

ნებისმიერი ავტომობილი ჩვენი ფინანსებისა და დროის დიდ ნაწილს მოითხოვს. თქვენ შეიძლება იცით მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, თუმცა არის ისეთი წვრილმანებიც, რომელთა შესახებაც შეიძლება აქამდე არაფერი იცოდით და რომელთა ცოდნაც ძალიან ბევრ პრობლემას აგარიდებთ… მაშ ასე, გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო წვრილმანს თქვენი ავტომობილისათვის…

 

1. რომელი მხარეს აქვს ჩვენს ავტომობილს საწვავის ავზი.

ამის გაგება ძალიან მარტივია. საკმარისია შევხედოთ სამართავ პანელზე გამოსახულ საწვავის რაოდენობის მაჩვენებელ ნახატს. რომელ მხარესაც არის ის მოთავსებული, სწორედ იმ მხარეს აქვს ჩვენს ავტომობილს საწვავის ავზი.

 

 

2. დამატებითი სათავსო

დაიღალეთ იმით, რომ ავტომობილში არასდროს არ არის ადგილი თქვენი სამოსისთვის? აი როგორ უნდა მოიქცეთ. სავარძლებს შორის მოათავსეთ ჭერზე ბადე და დაკიდეთ, რაც მოგესურვებათ.

 

 

3. მოაშორეთ ნაკაწრები საქარე მინიდან ფრჩხილის ლაქის დახმარებით

თუ თქვენს საქარე მინას ნაკაწრები აქვს, ნუ შეშინდებით, აიღეთ ფრჩხილის უფერული ლაქი და წაუსვით ის დაკაწრულ ადგილებს. შედეგით თავადვე დარჩებით გაოგნებული…

 

 

4. პლანშეტის დამჭერი

რა თქმა უნდა მანქანაში შვილების საუკეთესო გასართობი საშუალება სწორედ პლანშეტია. შესაბამისად ავტომობილში მისი გამაგრება აუცილებელია. სურათზე ნაჩვენები დამჭერის დასამზადებლად თქვენ მუყაოს ქაღალდი, მცირეოდენი ქსოვილი და ელასტიური ლენტა დაგჭირდებათ…

 

 

5. გამოიყენეთ ჩოგბურთის ბურთი ავტოფარეხში პარკირებისას

თუ თქვენს ავტოფარეხში არც თუ ისე დიდი თავისუფალი ადგილია და ამ მიზეზით ავტომობილის დაპარკინგება გიჭირთ, გამოიყენეთ ჩოგბურთის ბურთი. დაკიდეთ ის ავტოფარეხში ისეთ ადგილზე, რომ მისი ავტომობილთან შეხებისას მიხვდეთ, რომ პარკირება შესრულებული გაქვთ.

 

 

6. მცირედი დეფორმაციების გასასწორებლად გამოიყენეთ დგუში

რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, დგუში მსგავს სიტუაციებში შეუცვლელი “დანადგარია”…

 

 

7. გამოიყენეთ ძველი კონტეინერი ავტომობილში სანაგვე ყუთად

ავტომობილში ხშირად ძალიან დიდი რაოდენობის ნაგავი გროვდება, გამოუსადეგარ კონტეინერს კი შეგვიძლია მეორე “შანსი” მივცეთ და ავტომობილში სანაგვე ყუთის დანიშნულებით გამოვიყენოთ.

 

 

8. მაიონეზი სტიკერების მოცილებაში დაგეხმარებათ

დაითანეთ მცირეოდენი მაიონეზი სტიკერზე, დაელოდეთ 5 წუთი და შემდეგ ფრთხილად მოაცილეთ სტიკერი ავტომობილს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ წებო საერთოდ გაქრება თქვენი ავტომობილიდან.

 

 

9. გამოიყენეთ სახრახნისი და ნაჭერი მიუდგომელი ადგილების დასასუფთავებლად

იმისათვის, რომ რთულად მისადგომი ადგილები ადვილად დაასუფთაოთ, გამოიყენეთ სახრახნისზე შემოხვეული ნაჭერი. შედეგი კი თქვენს მეგობრებსაც გაუზიარეთ…

 

 

10. ცენტრალური საკეტი

თუ გსურთ, რომ ავტომობილი შორიდან დაკეტოთ, ან გააღოთ, სამართავი პულტი საფეთქელთან მიიდეთ და შესაბამის ღილაკს დააწექით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები