LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალი = ალკოჰოლს: მძღოლი არ შეიძლება მწყურვალი იყოს

72
3-Hydration-Tips-for-Truck-Drivers

წყალს მოწყურებული მძღოლი ისეთივე საშიშია, როგორც ნასვამი.
ბრიტანელი მეცნიერების ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ავტომობილის მოწყურებულ მდგომარეობაში მართვა ძალიან სახიფათოა – სითხის ნაკლებობა მძღოლს კონცენტრაციას აკარგვინებს და იწვევს ისეთ შეცდომებს, რაც ხშირად ავარიით სრულდება.

ზოგადად გაუწყლოება ალკოჰოლური თრობის მსგავსი პროცესია – ადამიანი ისეთივე დაბნეული და უყურადღებოა, როგორც სპირტიანი სასმელის მიღების შემდეგ. კონცენტრაციის უნარს ადამიანი სულ მცირე გაუწყლოების დროსაც კი კარგავს და ყველა შესაძლო შეცდომას უშვებს.

ეს დამტკიცდა ახალი კვლევით, რომელშიც 11 ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა და ავტომობილს ისინი კომპიუტერის სიმულატორით მართავდნენ. ტვინის აქტივობას სპეციალური გადამცემი აკვირდებოდა.

შედეგად დადგინდა, რომ მოწყურებული მძღოლი ძირითადად ორ შეცდომას უშვებს – გვერდით სავალ ზოლზე გადადის და ძალიან გვიან ამუხრუჭებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები