LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყნარ ოკეანეში დაიწვა და ჩაიძირა გემი, რომელსაც 3 000 ავტომობილი გადაჰქონდა

102
წყნარ ოკეანეში დაიწვა და ჩაიძირა გემი, რომელსაც 3 000 ავტომობილი გადაჰქონდა

გემი, რომლის ბორტსაც 3 000 ავტომობილი გადაჰქონდა, წყნარ ოკეანეში ჩაიძირა. საუბარია Morning Midas-ის სატრანსპორტო ხომალდზე, რომელსაც ჩინეთიდან მექსიკაში 3 000-ზე მეტი ავტომობილი მიჰქონდა, მათ შორის ელექტრომობილები და ჰიბრიდები.

სამი კვირის წინ გემზე ხანძარი გაჩნდა, რომელსაც ეკიპაჟმა ვერაფერი მოუხერხა, ამიტომ გემი უბრალოდ მიატოვეს.

ბორტზე მყოფი 3 000 ავტომობილიდან დაახლოებით 800 ელექტრომობილი იყო.

შეტყობინების მიხედვით, ხანძარი იმ გემბანზე გაჩნდა, სადაც ელექტრომობილები იყო განთავსებული და ჯერ უცნობია, თუ ზუსტად რომელი ავტომობილი აფეთქდა პირველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები