LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xiaomi 2 000 ცხენის ძალაზე ძლიერი ელექტრო სუპერქარის შექმნაზე მუშაობს

108
1098x1098

Xiaomi ახალ სრულად ელექტრულ სუპერქარზე მუშაობს, რომლის სიმძლავრემ, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა 2 000 ცხენის ძალას გადააჭარბოს. გამოცემა Carscoops-ის ცნობით, ჩინეთის სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა ახალი პროტოტიპის ჯაშუშური ფოტოები, ხოლო მისი ოფიციალური პრემიერა, სავარაუდოდ, 2027 წელს გაიმართება.

ფოტოებზე აღბეჭდილ ავტომობილს Xiaomi-ის ლოგო არ აქვს, თუმცა ექსპერტები მის ბრენდთან კავშირს დიზაინის დეტალებით ასაბუთებენ. უკანა ოპტიკის ფორმა, სახურავის ხაზები და სხვა ელემენტები აშკარად ჰგავს კომპანიის უკვე ცნობილ მოდელებს – SU7-სა და YU7-ს.

ერთ-ერთი ვერსიით, Xiaomi ამზადებს SU7 Ultra-ს ორკარიან ვერსიას, რომელიც არა მხოლოდ ყოველდღიური გამოყენებისთვის, არამედ სარბოლო ტრასებისთვისაც იქნება გათვლილი. სხვა ინფორმაციით, ახალ მოდელს მხოლოდ პლატფორმა ექნება გაზიარებული, ხოლო ელექტროსისტემა და საკიდარი სრულიად ახალი კონსტრუქციის იქნება.

ელექტრო სუპერქარი შესაძლოა აღიჭურვოს ოთხი ელექტროძრავით, რომელთა ჯამური სიმძლავრე 2 000 ცხენის ძალას გადააჭარბებს. ასევე განიხილება steer-by-wire (მექანიკური კავშირის გარეშე მომუშავე საჭის სისტემა) ტექნოლოგიის გამოყენება, თითოეულ ბორბალზე ინდივიდუალური ელექტრონული მართვის მქონე საკიდარი და აქტიური სისტემები, რომლებიც ცალ-ცალკე გააკონტროლებენ ამორტიზაციასა და ძარის გადახრას მოსახვევებში.

თუ ეს მახასიათებლები დადასტურდება, Xiaomi-ის ახალი მოდელი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სერიული ელექტრო სუპერქარების კატეგორიაში მოხვდება და კონკურენციას ისეთ მოდელებს გაუწევს, როგორებიცაა Rimac Nevera და Lotus Evija.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები