LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xiaomi-მ ახალი სმარტფონი წარმოადგინა

16

როგორც ჩანს, ჩინური კომპანიები სმარტფონების წარმოებაში სერიოზულად დაწინაურდნენ და უკვე ისეთ მწარმოებლებსაც უწევენ კონკურენციას, როგორიც Samsung-ი, Sony და თვით Apple-ია. მიუხედავად იმისა, რომ Samsung-ის ბიუჯეტური და Sony-სა და Apple-ის ტექნიკა ძირითადად ჩინეთში იწყობა, მათი წარმომავლობა სხვადასხვა ქვეყნიდან მომდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ჩინურ ბრენდებში, ბოლო პერიოდში Xiaomi ძალიან სერიოზული მოთამაშეა. კომპანიამ ახალი ფლაგმანი Mi5 წარმოადგინა, რომლის საჯარო პრემიერაც MWC 2016-ზე შედგა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოგრაფია, რომელზეც Xiaomi Mi5S-ია ასახული. აღნიშნული მოდელი უკვე შემჩნეულ იქნა AnTuTu-ს ტესტერზე, რისი წყალობითაც მისი მონაცემები ოფიციალურად გახდა ცნობილი.

Mi5S-მა 5.2 ინჩიანი FullHD დისფლეი მიიღო, რომელიც პროცესორზე – Snapdragon 821-ზე მუშაობს. მოდელი აღჭურვილია 3 GB-იანი ოპერატიულითა და 64 GB შიდა მეხსიერებით. არსებობს მოდელის სპეც ვერსია, რომელიც 4 GB ოპერატიულითა და 128 GB შიდა მახსოვრობითაა წარმოდგენილი. სმარტფონის ბატარეის ტევადობა 3490 Mah ტექნოლოგიითაა წარმოდგენილი და აღჭურვილია Quick Charge 3.0 ტექნოლოგიით. Xiaomi-ს ფლაგმანის კამერა 16 მეგაპიქსელით განისაზღვრა. ხოლო მისი ოპტიკა f/1.8 დიაფრაგმითაა წარმოდგენილი, ხოლო მისი წინა კამერა 8 მეგაპიქსელს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები