LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xiaomi–მ მძღოლებისთვის განკუთვნილი აპლიკაცია – Xiaomi Mi Life წარმოადგინა

67

Xiaomi ავტომოყვარულთა ცხოვრებას გააუმჯობესებს. ჩინურმა ბრენდმა სპეციალურად მძღოლებისთვის განკუთვნილი აპლიკაცია – Xiaomi Mi Life წარმოადგინა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია რომელიც ძირითადად სმარტფონების გამოშვებითაა დაკავებული, ავტომობილში მეტი კომფორტის შესაქმნელად საჭირო მოწყობილობებზეც ხშირად მუშაობს. როგორც ჩანს, Xiaomi საავტომობილო ბაზრის ათვისებას ცდილობს. მან თავისი ელექტრომობილი Mi C-ც კი ააწყო, თუმცა ის ჯერ-ჯერობით საცდელ ტესტებს გადის. სწორედ ამიტომ, მანამ სანამ ბაზარზე Xiaomi-ს მანქანა გამოვა, ჩინელებმა სხვა ავტომობილებზე მსხდომი მძღოლების ცხოვრების გაუმჯობესება გადაწყვიტეს. აპლიკაციას საავტომობილო ახალი ამბების, რჩევებისა და ავტოექსპერტების აზრების წაკითხვა შეუძლია. ის მოიცავს ასევე დიდ კატალოგს, რომელიც საჭირო ნაწილების, ამა თუ იმ მოდელის შესახებ ცნობებისა და ახლოს მდებარე მაღაზიების შესახებ ინფორმაციას აერთიანებს. ასევე, სიახლე ავტომოყვარულებს საშუალებას მისცემს, რომ მსგავსი ინტერესების მქონე  ადამიანები გაიცნონ და იკონტაქტონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები