LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Yamaha ყველა მსურველს მოტოციკლს უფასოდ სთავაზობს

65

კომპანია Yamaha ყველა მსურველს მოტოციკლ YA-1-ს უფასოდ სთავაზობს. საუბარია მარკის სულ პირველ მოდელზე, რომელიც 1950 წელს გამოვიდა. თუმცა, მოტოციკლის მისაღებად საჭიროა ქაღალდები ერთმანეთთან შეაწებოთ.

სიახლე – მეხუთე მოდელია „ულტრარეალისტური“ ასლების ხაზში, რომელთა აწყობაც დამოუკიდებლად არის შესაძლებელი. ქაღალდის რეპლიკის სიგრძე 49,5 სანტიმეტრია, სიმაღლე 29,3 მილიმეტრი, მასშტაბი კი – 1:4.

მოდელის ასაწყობად საჭიროა A4 ფორმატის 40 გვერდის დაბეჭდვა მოტოციკლის დეტალებით და კიდევ 50 გვერდი დეტალური ინსტრუქციისთვის.

მოტოციკლი რამდენიმე ვარიანტად არის წარმოდგენილი: ფერადი, ან უფერული, ვერსია უფრო მარტივი აწყობისთვის, ან უფრო გართულებული ვარიანტი, რომელსაც Special Edition ქვია. ამ უკანასკნელისთვის ძაფი ან მავთულია საჭირო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები