LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზბეგში ახალი ხიდის მშენებლობა სრულდება

51

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ კობთან, მშრალ ხევზე, ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებს ვადაზე ადრე სრულდება.
არსებული 80-იან წლებში აშენებული ხიდის ნაცვლად, რომელიც აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას, აშენდა ახალი ალტერნატიული ხიდი, რაც სრულად დააკმაყოფილებს სატრანსპორტო მოთხოვნებს. ხიდის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობა პარალელურ რეჟიმში განხორციელდა.
პროექტის ფარგლებშo განხორციელდა: ახალი 3 მალიანი, 92 მეტრის სიგრძის სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, სადეფორმაციო ნაკერების, განაპირა და შუალედური ბურჯების, ფოლადის ზღუდარების, ასტფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. ასევე განხორციელდა, ხიდის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
ამ დროისათვის, ხიდზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. მიმდინარეობს ახალი ხიდის გაბიონების კედლების მოწყობა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 4 846 900 ლარი შეადგინა. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2017 წლის ოქტომბერში დასრულდება. პროექტის ფარგლებში სამუშაოებზე 45 ადამიანი დასაქმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები