LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყურადღების დეფიციტი

103
ყურადღების დეფიციტი

ყურადღების დეფიციტის დროს ბავშვს ყურადღების კონცენტრირების უნარი არ აქვს ან კონცენტრირდება მხოლოდ ხანმოკლე დროის მონაკვეთში. ზოგიერთი ბავშვი ჰიპერაქტიურიცაა. თავის ტვინის ფუნქციის დარღვევაა, რომელიც დაბადებისთანავე ან დაბადებიდან მალევე ვლინდება; სტატისტიკის მიხედვით სკოლის ასაკის ბავშვების 5-15%-ს აღენიშნება ყურადღების დეფიციტი და ათჯერ უფრო ხშირად დიაგნოსტირდება ბიჭებში, ვიდრე გოგონებში. დაავადება შესაძლოა იყოს მემკვიდრული. სიმპტომები შეიძლება გამწვავდეს ან პრობლემად იქცეს გარკვეულ გარემოში, მაგალითად, სახლში ან სკოლაში. კვლევებმა დაადასტურა, რომ ყურადღების დეფიციტი დაბადებისთანავე ვლინდება და საკვები და გარემო ფაქტორები ამ დარღვევას არ განაპირობებს.

ასაკის მატებასთან ერთად, აღნიშნული დაავადების მქონე ბავშვებში უყურადღებობა, როგორც წესი, რჩება, ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვები კი ნაკლებად იმპულსური და ჰიპერაქტიური ხდებიან. თუმცა, ზრდასრულ ასაკში მათი უმეტესობა უყურადღებოს ხდება. სხვა პრობლემები, რაც მომავალში გამოვლინდება არის: დაბალი თვითშეფასება, აღგზნებადობა, დეპრესია და ადეკვატური სოციალური ქცევის დასწავლის უნარის შეზღუდვა.

დაავადების მინიმუმამდე შესამცირებლად ხშირად აუცილებელია განსაკუთრებული სტრუქტურების, პროცედურების, სკოლაში საგანმანათლებლო გეგმისა და შეცვლილი აღმზრდელობითი ტექნიკის გამოყენება. ზოგიერთი ისეთი ბავშვისთვის, რომელიც არ არის აგრესიული და შინ სტაბილური და ხელშემწყობი გარემო აქვს, შესაძლებელია მხოლოდ წამლით მკურნალობა იყოს საკმარისი. წამლით მკურნალობასთან კომბინაციაში ზოგჯერ იყენებენ ქცევით თერაპიას, რომელიც ბავშვთა ფსიქოლოგის მიერ იმართება. ყველაზე ეფექტიანია ფსიქოსტიმულანტური წამლებით მკურნალობა. მაღალი დოზით სტიმულანტების ხანგრძლივად მიღებამ ზოგჯერ შეიძლება ბავშვის ზრდის შეფერხება გამოიწვიოს, ამიტომ ექიმების მიერ სიმაღლისა და წონის მონიტორინგი აუცილებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები