ყველა ავიამგზავრს უთვალთვალებენ. ამერიკის სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციამ საიდუმლო პროგრამის Quiet Skies-ის დეტალები გაამხილა. აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება მგზავრებს 2010 წლიდან უთვალთვალებს. პროგრამის მიზანი ტერორისტული აქტების აღკვეთა იყო და ჩვეულებრივი ადამიანებისთვის თვალის დევნებაც სწორედ ამის გამო დაიწყეს. უფრო მეტიც, საჰაერო ჯაშუშები ყველაზე მეტად იმ ადამიანებს აკვირდებოდნენ, რომლებიც ტერორიზმში ეჭვმიტანილი არასდროს ყოფილან და ზედმეტად უცოდველადაც გამოიყურებოდნენ.
საინტერესოა, რომ უსაფრთხოების სამსახური ისეთ დეტალებსაც აქცევდა ყურადღებას როგორიცაა მაგალითად – ტუალეტის გამოყენების სიხშირე და მისი გადაჭარბებით მოხმარება სერიოზული ეჭვის საბაბი ხდებოდა.