LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ჩემპიონი ჩემპიონატზე: იტალია შეუჩერებელია, პუშკაში ლამაზად გახსნეს – ამბები მოკლედ

87
ruee2dfb3277e

ევროპის ყველა ჩემპიონი, საბერძნეთის გარდა, გავიდა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე.

იტალიამ მოიგო ყველა მატჩი შესარჩევში საერთო ანგარიშით 37:4.

იტალიამ ერთ მატჩში 9 გოლი პირველად გაიტანა 71 წლის განმავლობაში. „სკუადრა აძურამ“ სომხები შეარცხვინა.

რობერტო მანჩინი პირველი მწვრთნელია, რომელმაც იტალიის ნაკრებში ზედიზედ 11 მატჩი მოიგო.

ბუდაპეშტში ლამაზად გახსნეს პუშკაშის სახელობის სტადიონი. ზეიმი შედგა უნგრეთისა და ურუგვაის ამხანაგური მატჩის დაწყებამდე. არენა, რომელიც 68 ათასს მაყურებელს იტევს, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებს.

მესიმ არგენტინის ნაკრებში 138-ე მატჩი ითამაშა. მასკერონას რეკორდამდე 9 მატჩი რჩება.

„ბარსელონა“ თვალყურს ადევნებს „ფიორენტინას“ მცველს მილენკოვიჩს.

„ბარსელონას“ ზაგრების „დინამოს“ ფორვარდი პეტკოვიჩი აინტერესებს.

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდება ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე.

რუმინეთმა პირველად წააგო 0:5 ბოლო 10 წელიწადში.

სერხიო რამოსი: „ახალი სამზარეულო და აბაზანა ვუყიდე ბებიას პირველი ხელფასით“.

პსჟ-ს ყატარელი მფლობელები ახლოს არიან „ლიდსის“ შეძენასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები