Topspeed-ის მიერ შედგენილი სია მოიცავს 1964-1971 წლებში წარმოებულ მოდელებს, რომლებიც მასქლარ მანქანების ოქროს ხანად მიიჩნევა.
1960-იანი წლების შუა პერიოდში დეტროიტის ავტოინდუსტრიამ მსოფლიოს ახალი დონის შესრულება შესთავაზა. მასქლარები იყო ხელმისაწვდომი, მარტივი და გასაოცრად სწრაფი სწორ გზაზე, იდეალური ომისშემდგომი ამერიკისთვის.
1964 წლის Pontiac GTO Tri-Power სიის სათავეშია.
ეს მოდელი ჟანრის ფუძემდებლად მიიჩნევა.
ვერცხლისფერი 1968 წლის Dodge Charger R/T 426 Hemi-ს მეორე პოზოცია ხვდა წილად.
საუკეთესო სამეულს 1970 წლის Chevrolet Chevelle SS 454 LS6 ავსებს.
ეს მოდელი მასქლარების ეპოქის მწვერვალი გახდა.
მეოთხე ადგილზეა 1970 წლის Plymouth Hemi ‘Cuda-ს ხვდა წილად.
მეხუთე პოზიცია ერგო 1969 წლის Ford Mustang Boss 429-ს. ეს მანქანა NASCAR-ის ჰომოლოგაციისთვის აიგო.
შემდეგ მოდიან:
1969 წლის Dodge Charger Daytona
1970 წლის Buick GSX Stage 1
1969 წლის Chevrolet Camaro COPO ZL1
1970 წლის Oldsmobile 442 W-30 Holiday Coupe
1971 წლის Plymouth Road Runner.
როგორც TopSpeed-ის ექსპერტები აღნიშნავენ, მასქლარი მანქანების ოქროს ხანა ხანმოკლე იყო. 1971 წლისთვის, გარემოსდაცვითი რეგულაციების გამკაცრებამ და საწვავის კრიზისმა ძრავის სიმძლავრის შემცირება გამოიწვია. თუმცა, სწორედ ამ წლებში შეიქმნა მანქანები, რომლებმაც სამუდამოდ შეცვალეს სიჩქარისა და სტილის აღქმა.