გერმანიის ტექნიკური ინსპექციისა და სერტიფიცირების სააგენტომ სანდოობის თვალსაზრისით ოთხი ელექტრომობილი შეამოწმა – BMW i3, Smart ForTwo, Renault Zoe და Tesla Model S. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ექსპლუატაციაში უკვე საკმაო რაოდენობით „მწვანე“ მანქანაა, ამიტომ მათი ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება ყიდვიდან 3 წლის შემდეგ გადაწყვიტეს. ტესტ-დრაივის შედეგად საუკეთესოდ პატარა ზომის ჰეტჩბეკი ForTwo დასახელდა, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი კი Model S-ს ჰქონდა.
ელექტრონული Smart ForTwo ნამდვილად გამორჩეული მოდელი აღმოჩნდა და მას ყველაზე ცოტა გაუმართაობა დაუფიქსირდა. ყველა შემოწმებული მოდელიდან პრობლემური მხოლოდ 3,5% აღმოჩნდა.
მეორე ადგილი BMW i3-მა დაიკავა, მოდელმა რომლის წარმოებაც ამ წლის ივლისის თვეში დასრულდება. ელემენტიანი ჰეტჩბეკის მაჩვენებელი 4,7% იყო და მთავარი პრობლემა ახლო განათება და მუხრუჭებია.
დაბოლოს, რეიტინგში უკანასკნელი ადგილი Tesla Model S-ს ხვდა წილად, გართულებების მაჩვენებელი მის შემთხვევაში 10,7% იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 10 ელექტროქარიდან პრობლემა ერთ ცალს მაინც აქვს. ეს კი პოპულარული ელექტროქარის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.