 
															რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ნინო ბაღიაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „ჭორიკანა ქალები“ პრემიერა შედგა.
ნინო, ვისაუბროთ შენს ახალ სიმღერაზე, ვის ეკუთვნის ნამუშევრის იდეა, ასევე კლიპის გადაღებას თუ გეგმავ?
ჯერჯერობით, კლიპის გადაღება არ იგეგმება. ეს კონკრეტული სიმღერა მე მეკუთვნის, მუსიკის ავტორი მე ვარ. ტექსტის ავტორი ლალი ლაზაშვილია. სიმღერას „ჭორიკანა ქალები“ ჰქვია. სხვა მიმართულება ჰქონდა ამ სიმღერას, სხვა ჟანრში ვაპირებდი, მაგრამ რაღაც სიახლე მინდოდა. სიმღერის იდეის ავტორი ჩემი შვილი, მარიამი არის და მადლობა მას. მარიამი 15 წლის ხდება და მისი ასაკის ადამიანები ცოტა სხვა სტილის, სხვა ჟანრის სიმღერებს უსმენენ და მისთვის, მისი ასაკისთვის მოსაწონი სიმღერა და ჟანრია, მინდოდა, რომ ჩემი მსმენელი რაღაცნაირად გაახალგაზრდავებულიყო. სიმღერა თელავში, ჩემი მეგობრის, დავით თუშიშვილის სტუდიაში ჩაიწერა. მე გახლავართ არანჟირების ავტორიც. ეს სიმღერა გახლავთ დუეტი და ქეთი გრძელიშვილთან ერთად ვასრულებ.

ახლობლებს, მეგობრებს, რომლებმაც უკვე მოისმინეს ეს სიმღერა, როგორ მოეწონათ ახალი ნამუშევარი, როგორი იყო შეფასებები?
სხვათა შორის, მოეწონათ. იმდენად სახასიათო ჟანრის სიმღერაა, იმდენად კარგ განწყობაზე გაყენებს, რომ მინიმუმ, გაღიმებს. სიმღერის არსიც ხომ ის არის, რომ ადამიანების გულამდე მივიდეს. რატომღაც, ასე ვთვლი, რომ რაც ქალი გაჩნდა და დაიბადა, ჭორიც მაშინ გაჩნდა-მეთქი. ყველა წარმატებული ადამიანის თანმდევი არის ჭორები. თავიდან გარკვეული რეაქციები მქონდა ჭორებზე, ახლა, ოლიმპიური სიმშვიდით სიმღერაც კი მივუძღვენი.

ზოგადად, რამდენი სიმღერის ავტორი ხარ?
ორის, პირველი „დამხატე“ იყო. ეს საკმაოდ ცნობილი სიმღერაა, ამ ნამუშევრით ბევრმა გამიცნო და შემიყვარა.

შენი შვილი თუ მღერის?
კი, მღერის. ქართული სიმღერები უყვარს, რაღაცნაირად ემთხვევა ჩვენი გემოვნება?
გინდა, რომ მუსიკას გაჰყვეს?
რა თქმა უნდა, თუ მისი სურვილი იქნება, აუცილებლად, დიდი სიამოვნებით.
ნინო ბაღიაშვილი & ქეთი გრძელიშვილი – ჭორიკანა ქალები
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ნინო ბაღიაშვილი. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”