LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველამ ძალიან აიტაცა ეს სიმღერა… მადლობა, რომ ასე გაჰიტდა და ყველა ღიღინებს“ – გია სურამელაშვილი სტუმრად „არ დაიდარდოში“

730
გია-სურამელაშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ მომღერალი გია სურამელაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „ტაშები და ტუშები“ პრემიერა შედგა.

გია, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

მე პირადი აღარ მაქვს, სიყვარული აღარ მჭირდება, ჩემი თავი შევიყვარე და მორჩა.

არ გიჭირს საყვარელი ადამიანის გარეშე?

არა, გადასარევად ვარ.

მოგვიყევი ახალ სიმღერაზე „ტაშები და ტუშები“.

ყველამ ძალიან აიტაცა ეს სიმღერა. მე ყოველთვის ვარ ყურადღების ცენტრში, მაგრამ ყველა ტელევიზიიდან დამირეკეს. იმედი მაქვს, მაყურებელი შეიყვარებს ამ სიმღერას, ხელებსაც გაშლის. ბოლო პერიოდი ცოტა სევდიანი სიმღერები ვიმღერე, ეს უფრო ხელის გასაშლელი, ტაში-ტუშებია და ამიტომ დავარქვი „ტაშები და ტუშები“. მადლობა, რომ ასე გაჰიტდა და ყველა ღიღინებს. მადლობა შაბის, რომელმაც ეს სიმღერა მაჩუქა. მაყურებელმა იმღეროს, იცეკვოს, აღარ გვინდა ეს ტირილები, ვიმხიარულო.

როგორია სამომავლო გეგმები?

ზაფხულში უფრო მეტს დავისვენებ, აუზი და ა.შ. აგვისტოს ბოლოს ისრაელი მაქვს გეგმაში. ჯერჯერობით, სხვა არაფერი.

არის ახალი სიმღერები და უახლოეს პერიოდში, კიდევ ვაპირებ გამოშვებას.

გია სურამელაშვილი – ტაშები ტუშები

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გია სურამელაშვილი. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები