LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ძვირადღირებულ Ferrari-ს აუქციონზე გაყიდიან

127
ferrari

Sotheby’s აუქციონზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული Ferrari გაიყიდება. 330 LM / 330 GTO-ისთვის 60 მილიონ დოლარზე მეტის მიღებას ვარაუდობენ. მთლიანობაში სულ ასეთი სამი მანქანა აიგო და თითოეულმა 4,0 ლიტრის მოცულობის V12 ძრავა მიიღო. აგრეგატს 400 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

სამივე მოდელი Ferrari-ს პირადი ფარეხისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა მოგვიანებით კერძო კლიენტებზე გასხვისდა.

მომავალი მყიდველი მანქანასთან ერთად მიიღებს დოკუმენტების სრულ კომპლექტს, მათ შორის ჩეკებს, ქარხანასთან მიმოწერის ფურცლებს, გაზეთებიდან ამონარიდებს და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები