LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელები

65

Vieille Bon Secours – 1 000 დოლარი 8-პოცენტიანი 10-წლიანი ლუდი მხოლოდ ბელგიაში იწარმოება და მხოლოდ 12-ლიტრიან ბოთლებში ისხმება. მსოფლიოში სულ რამდენიმე

ბარია, სადაც მსურველებს ამ ძვირადღირებული ლუდის დაგემოვნება შეუძლიათ. ერთ-ერთი მათ შორის ბარი “Bierdome”-ია ლონდონში.

 

1

 

კოქტეილი “Gigi” – 14 000 დოლარი

კოქტეილის “Gigi”-ს გასინჯვაც ლონდონში შეიძლება. სასმელის მაღალი ფასი მისი ინგრედიენტების იშვიათობით და სიძვირით აიხსნება. კოქტეილში 1990 წლის შამპანური Vintage Cristal, 1888 წლის არმანიაკი Samalens Vieille Relique Vintage Bas Armagnac, შაქარი და სხვა კომპონენტები შედის.

 

2

 

Legacy by Angostura – 25 000 დოლარი

Legacy by Angostura მსოფლიოში ყველაზე ძვირაფასი რომია, რომელსაც მხოლოდ ძვირადღირებული კოქტეილის მოსამზადებლად იყენებენ. თუმცა, განსაკუთრებით შეძლებულები საკუთარ თავს მთელი ბოთლის ყიდვის უფლებასაც აძლევენ.

 

3

 

Château d’Yquem – 117 000 დოლარი

2011 წელს, სასტუმრო Ritz-ში მოწყობილ აუქციონზე, კოლექციონერმა ერთ ბოთლ Château d’Yquem -ში 117 000 დოლარი გადაიხადა.

 

4

 

Penfolds Ampoule – 168 000 დოლარი

უნიკალური დიზაინის ბოთლი ძალიან იშვიათი და ძვირფასი ღვინოსთვის – 2004 წლის Kalimna Block 42 Cabernet Sauvignon შეიქმნა. მსოფლიოში სულ 12 ამგვარი ბოთლი არსებობს.

 

5

 

Dalmore 62 – 180 000 დოლარი

2002 წელს წარმოდგენილი ვისკი სწრაფად იქცა ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სასმელად. 2011 წელს სინგაპურში ერთი ბოთლი Dalmore 62 180 000 დოლარად გაიყიდა.

 

6

 

Armand de Brignac Midas – 200 000 დოლარი

200 000 დოლარი ღირს შამპანურის Armand de Brignac Midas-ს ყველაზე დიდი – 30-ლიტრიანი ბოთლი, რომელიც ოქროთია დაფარული. ელიტარული შამპანური ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასია მსოფლიოში.

 

7

 

Diva Vodka – 1 000 000 დოლარი

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ არაყს შოტლანდიური კომპანია Blackwood Distillers აწარმოებს განსაკუთრებული ტექნოლოგიით. სასმელი სამჯერ იფილტრება ჯერ ყინულით, შემდეგ არყის ხის ნახშირით და ქვიშით, ბოლოს კი, დაფშვნილი ალმასით. ჩვეულებრივ ბოთლში სასმელი დაახლოებით 4 000 დოლარი ღირს, ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვებით ინკრუსტირებულ ბოთლში კი, ალკოჰოლის მოყვარულებს მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ.

 

8

 

Henri IV Dudognon Heritage Cognac Grande Champagne – 2 500 000 დოლარი

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კონიაკის მფლობელი 1 ლიტრ ალკოჰოლურ სასმელთან ერთად, ოქროსა და პლატინისგან დამზადებულ ბოთლსაც მიიღებს, რომელიც 6 5000 ბრილანტითაა გაფორმებული.

 

9

 

Ley.925 Tequila Pasion Azteca Ultra Premium Anejo – 3 500 000 დოლარი

ტეკილას მაღალი ფასი ისევ ბოთლითაა განპირობებული. ყველაზე “იაფიან” ბოთლში, რომელიც ოქროსა და პლატინისგაანაა ჩამოსხმული, სასმელი 225 000 დოლარი ღირს. 1,5 მილიონიან ბოთლს ბრილიანტებიც ამშვენებს, 3,5 მილიონიან ბოთლზე კი, ბრილიანტების რაოდენობა 6400-მე იზრდება.

 

10

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები