წლის ბოლოა და ყველა თავისებურ შეჯამებებს აკეთებს. გამონაკლისი არ არის გერმანული სამენეჯერო კომპანია „ტრანსფერმარკტი“, რომელმაც წელი შეაჯამა და ფეხბურთელებს სავარაუდო სატრანსფერო ფასი მიუწერა.
ყველაზე ძვირადღირებული ქართველი საბა კვირკველიაა.
წელს სატრანსფერო ფასები საგრძნობლად გაეზარდათ საბა კვირკველიას, გიორგი ჩაკვეტაძეს, დავით ხოჭოლავას და გიორგი ქვილითაიას.
ამერიკულ “სან-ხოსეში” გადასვლით შეფასება შეუმცირდათ გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილს. ტრავმებმა და უთამაშებლობამ უკან დაწია ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ჭანტურია.
ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელები
საბა კვირკველია, „ლოკომოტივი“ 8 000 000
გიორგი ჩაკვეტაძე, „გენტი“ 5 000 000
დავით ხოჭოლავა, „შახტარი“ 3 000 000
გიორგი ქვილითაია , „გენტი“ 3 000 000
ვალერი ყაზაიშვილი, „სან ხოსე” 2 000000
გურამ კაშია, „სან-ხოსე“ 1 500 000
ჯიმი ტაბიძე, „უფა“ 1 500 000
ვაკო გვილია, „ლუცერნი“ 1 250 000
ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“ 1 000 000
ჯანო ანანიძე, „სპარტაკი” 1 000 000
ოთარ კაკაბაძე, „ლუცერნი” 1 000 000
ჯაბა კანკავა, „ტობოლი” 1 000 000