LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ხარისხიანი სამი ავტომობილი მსოფლიოში

63

ავტოექსპერტებმა მსოფლიოში ყველაზე ხარისხიანი ავტომობილების რეიტინგი შეადგინეს. ამერიკული სააგენტოს „AutoPacific”-ის სპეციალისტებმა ჩაატარეს კონკურსი – Vehicle Satisfaction Awards და მის ფარგლებში საუკეთესოთა სამეული შედგა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ღონისძიება უკვე მრავალი წელია ტარდება და ავტომობილების რეიტინგს ავტომფლობელთა მოსაზრებების გათვალისწინებით ადგენენ. წლევანდელ გამოკითხვაში 54 ათასი ადამიანი მოანწილეობდა და ისინი ავტომობილებს 54 პარამეტრის მიხედვით აფასებდნენ. ამ გზით ექსპერტებს შეეძლოთ ამა თუ იმ მოდელის ძლიერი და სუსტი მხარე დაედგინათ.

რაც შეეხება ავტომობილის უსაფრთხოებას, ისიც სწორედ რესპოდენტთა შეფასებების მიხედვით დადგინდა. 2017 წლის საუკეთესო მოდელად კი Hyundai-ს სედანი Genesis G90 დასახელდა. ყველაზე მდიდრულ ავტომობილად Lincoln-ის მარკა აღიარეს, ხოლო ყველაზე დიდი სეგმენტის მომცველი კი – General Motors აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ექსპერტთა ყურადღების ცენტრში KIA Cadenza, Nissan Maxima, MINI Clubman, Dodge Challenger და Porsche 911-ც მოხვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები