LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე კომფორტული ქალაქი მელბურნია

19

მელბურნი უკვე მე-7 წელია ყველაზე კომფორტული ქალაქის წოდებას არ თმობს. გამოცემა „Economist Intelligence Unit” ყოველწლიურად ადგენს იმ ქალაქების რეიტინგს, სადაც ცხოვრება ყველაზე კომფორტულია და უკვე რამდენიმე წელია პირველ ადგილს ავსტრალია იკავებს.
აღნიშნულ რეიტინგში სულ 140 ქალაქი ხვდება ხოლმე და მათ 100 ქულიანი სისტემით აფასებენ. მელბურნმა კი არც მეტი არც ნაკლები 97,5 ქულა დააგროვა. მეორე და მესამე ადგილი 97,4 და 97,3 ქულებით – ვენამ და ვანკუვერმა გაინაწილეს.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესოთა ათეულში მოხვედრილი ქალაქებიდან სამი კანადაში მდებარეობს და ვანკუვერის გარდა სიაში ტორონტო და კალგარიც ლიდერობენ.
ტოპ-ათეულის ბოლო პოზიციებზე ოკლენდი (ახალი ზელანდია), ჰელსინკი (ფინეთი), ჰამბურგი (გერმანია) მოხვდნენ.
ყველაზე პროგრესული ქალაქის წოდება წელს რეიკიავიკმა მოიპოვა, რადგან მან 37-ე პოზიციიდან მე-13 ზე გადმოინაცვლა.
რაც შეეხება სტოკჰოლმსა და მანჩესტერს, ისინი პირიქით, სიის ბოლოში მოექცნენ, რასაც ექსპერტები ცოტა ხნის წინ მომხდარ ტერორისტულ აქტებს უკავშირებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები