გერმანელი ექსპერტების ვერსიით ყველაზე პრობლემური ავტომობილები Tesla Model 3 და Dacia Logan-ია. საიმედოობის რეიტინგი ორგანიზაცია TUV-ის ექსპერტებმა შეადგინეს და ის ეყრდნობა იმ მძღოლების მიერ მიღებულ მონაცემებს, ვინც რეგულარულად გადის ტექ-დათვალიერებას. ელექტროქარების მთავარ დეფექტად მუხრუჭებთან დაკავშირებული პრობლემა დაასახელეს. პრობლემები ელემენტიან მოდელებს 2 წლიდან 5 წლამდე ექსპლუატაციის პერიოდში ეწყებათ. ამასთან, ყველა კატეგორიაში ყველაზე წარმატებულ მოდელად Porsche 911 დაასახელეს.
ექსპერტთა აზრით, Tesla Model 3-ის გაუმართაობა ელექტრომობილის კონსტრუქციის ნიუანსებს უკავშირდება. რაც შეეხება 2-დან 5 წლამდე ექსპლუატაციის შემდეგ სეგმენტში ლიდერებად სპეციალისტებმა Volkswagen e-Golf, Hyundai Kona და MINI Cooper SE დაასახელეს.
რაც შეეხება 6-დან 11 წლამდე ავტომობილთა შორის ექსპერტებმა ყველაზე ცუდ მოდელებად Dacia Dokker და Logan აღიარეს.