ანალიტიკოსებმა შეადგინეს სმარტოფონების ყველაზე საიმედო ბრენდების რეიტინგი. პორტალ Which?-ის კვლევამ აჩვენა, რომ ლიდერები არა Apple ან Samsung, არამედ Realme აღმოჩნდა.
კვლევაში მონაწილეობა 15 ათასმა ადამიანმა მიიღო, რომლებმაც სმარტფონები ბოლო შვიდ წელიწადში შეიძინეს.
გაირკვა, რომ წუნი გამოყენების პირველ წელიწადს ყველაზე ნაკლებად Realme-ს ჰქონდა – 2%. მე-2 ადგილზეა Motorola — 3%. შემდეგ, 4%-ით ერთბაშად სამი ბრენდი მოდის — Apple, OnePlus და Samsung.
5% წუწუნებდა Google, Honor, Huawei და Oppo-ზე. ყველაზე ცუდი ვითარება აღმოჩნდა Alcatel (7%), LG (10%) და Nokia (13%) შემთხვევებში.
სამწლიანი გამოყენების შემდეგ ლიდერობა ისევ Realme აქვს. მყიდველებს მხოლოდ 5% აღნიშნა დაზიანება. მე-2 ადგილი უკავია Oppo (6%). მე-3 პოზიცია გაიყვეს Apple და OnePlus – 8%. Samsung და Google – 9%. Xiaomi – 10%.
ამ დისტანციაზე ყველაზე ცუდი შედეგი სამ ბრენდს აქვს. LG დაზიანებაზე სამი წლის შემდეგ 18%-მა მიმართა. Nokia-ს 21% უჩიოდა და HTC – 33%.
6-წლიანი მუშაობის შემდეგ ორი ლიდერი გამოიკვეთა Realme და Oppo – 6%.
სხვა შედეგი ასეთია: Google – 9%. Apple – 10%, OnePlus, Xiaomi და Samsung – 11%, Honor და Alcatel – 12%).
ანტილიდერები გახდნენ: Sony – 20%, Nokia – 23% და HTC 39%.