LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველგანმავალს 100 წლიანი გარანტიით მარსზე გააგზავნიან

36

გერმანული კომპანია Partisan Motors, რომელმაც ყველგანმავალი ასწლიანი ქარხნული გარანტიით შექმნა, გეგმავს ის მარსზე გაუშვას. ამისათვის ფირმამ ავტომობილის სპეცვერსია ააწყო, რომელსაც ოთხი ელექტროძრავი და კარბონისგან დამზადებული ძარა აქვს.

იგეგმება, რომ Partisan One Mars Edition-ს მარსზე ნაწილ-ნაწილ გაუშვებენ, დაახლოებით დამოუკიდებლად ასაწყობი ნაკრების მსგავსად. სამოდულო კონსტრუქციის წყალობით, ყველგანმავალის აწყობა სწრაფად იქნება შესაძლებელი და მას კვლევითი მისიებისთვის გამოიყენებენ. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მასკისთვის მათ რამდენიმე ეგზემპლარი Partisan One-ის აწყობა შეუძლიათ.

Partisan Motors-ში მიიჩნევენ, რომ ისეთი გრანდიზული გეგმის განხორციელება, როგორიც არის მარსის კოლონიზაცია, სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების გარეშე შეუძლებელია. კომპანიაში დარწმუნებულები არიან, რომ მათი ყველგანმავალი საბჭოთა მთვარეზემავალისა და NASA-ს მთვარის ავტომობილის რიგებში ჩადგება.

Partisan One-ის ყველგანმავალი შეირაღებული ძალებისთვის შეიქმნა. ავტომობილი 3 კარიანი შესრულებით გამოვა. პირველი ეგზემპლარები Fiat-ის 2,8 ლიტრიან ტურბოდიზელის ძრავების მიიღებენ, რომლებიც 150 ცხენის ძალას ავითარებენ და ასევე ელექტროძრავთან შეუძლიათ წყვილში მუშაობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები