LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვითელ ავტობუსებს გერმანული ჩაანაცვლებს

23

შემოდგომიდან თბილისს კომპანია MAN-ის ავტობუსები მოემსახურება.

როგორც GBC-ის ტენდერში ჩართულმა წყარომ განუცხადა, სწორედ გერმანული კომპანია შეირჩა ტენდერის გამარჯვებულად.

თავად “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში” (EBRD) გამარჯვებულს არ ასახელებენ, ამბობენ, რომ პროცესი ბოლო ეტაპზეა და ხელშეკრულების გაფორმებას ელიან.

MAN-ს მეორე ეტაპზე კონკურენციას IVECO და Solaris-ი უწევდა.

MAN-ის ავტობუსები სრულად CNG საწვავზე იმუშავებს, ისინი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაშია და ასევე მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს.

აღსანიშნავია, რომ გერმანული კომპანია MAN-ლიდერია ამ სეგმენტში, მისი წარმოებული სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

ავტობუსების შესაძენად თბილისის მერიას დაფინანსება ევრობანკმა გამოიყო. 27 მლნ ევროს ოდენობით სესხის სახით, დამატებით 7 მილიონის გრანტი EBRD-ის მართვის ქვეშ არსებულმა ფონდმა E5P გამოყო.

აღსანიშნავია, რომ ტენდერში თავდაპირველად 7 კომპანიამ წარადგინა განაცხადი, მათგან მეორე ეტაპზე 3 შეირჩა. ცოტა ხნის წინ, თბილისის მერის მოადგილემ მედიას განუცხადა, რომ დასრულებულია შეფასებები და შედეგები ევრობანკს წარედგინა.

„ველოდებით დასტურს ბანკისგან, რომ შეფასებების შედეგები გამოქვეყნდეს, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ, აღნიშნა, რომ შესყიდვის პროცედურა სრულად EBRD-ის წესებით მიმდინარეობს.

gbc.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები