LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვითელი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება – მერიამ 220 ავტობუსის შესყიდვა დაიწყო

94

თბილისის მერიამ 220 ერთეული ახალი ავტობუსის შესყიდვის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ 2019 წლის ბოლომდე არსებული ავტობუსების პარკი სრულად ჩანაცვლდება.

„მერიამ უკვე დაიწყო 220 ერთეული, 8-მეტრიანი, ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესყიდვის პროცესი. როგორც ვპირდებოდით მოსახლეობას, 2019 წლის ბოლოსთვის ჯამში 550 ერთეული ახალი ავტობუსი იქნება შემოყვანილი და არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი სრულად იქნება ჩანაცვლებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, რამდენიმე თვეში, მიმდინარე კვლევის საფუძველზე დადგინდება არის თუ არა დედაქალაქში ავტობუსების დამატების საჭიროება.

დედაქალაქის მერის განცხადებით, 2018 წლის ბოლოს თბილისში უკვე შესყიდული 90 ერთეული ავტობუსი შემოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები