LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა დაბრუნდა და ისევ შარშია

26

კონფერენციის ფინალში „ჰიუსტონისა” და “გოლდენ სტეიტის” დაპირისპირებაში ანგარიში გათანაბრდა. “როკეტსმა” მეორე მატჩი საკუთარ არენაზე 127:105 მოიგო. სერიაში ახლა 1:1-ია.

ბოლო დროს უთამაშებელ ზაზა ფაჩულიას 5:18 წუთი მიეცა. ამ დროში ქართველმა ცენტრმა 5 ქულა (ორი ორქულიანი, ორიდან ერთი საჯარიმო), 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

საინტერესოა, რომ ზაზას ამდენი დრო 11 აპრილის შემდეგ არ მისცემია, როდესაც ჩვენიანმა “იუტასთან” 13 წუთი ითამაშა.

მორიგი, მესამე თამაში უკვე “გოლდენ სტეიტის” Oracle Arena 21 მაისს, გაიმართება.

 

ამერიკული საიტის Yardbarker.com-ის ჟურნალისტი კი ზაზა ფაჩულიას მორიგ უხეშობაში სდებს ბრალს.

მატჩის დასრულებამდე 4 წუთზე ოდნავ მეტით ადრე, ზაზა “ჰიუსტონის” ლიდერ ჯეიმს ჰარდენთან ბრძოლაში შევიდა.
ჟურნალისტის ვარაუდით, ფაჩულიას, ჰარდენის საყრდენ ფეხზე დაბიჯება და მისთვის ტრავმის მიყენება სურდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები