LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზას გამო: ანსამბლი შვიდკაცა გოლდენ სტეიტის მატჩს გახსნის და ქართულ სიმღერებს შეასრულებს

6

ქართველი კალათბურთელის, NBA-ის ჩემპიონის, ზაზა ფაჩულიას საპატივსაცემოდ, გოლდენ სტეიტის არენაზე, ერთ–ერთი მატჩის წინ, ქართული ანსამბლი “შვიდკაცა” ამერიკის ჰიმნს და რამდენიმე ქართულ სიმღერას შეასრულებს.

ამის შესახებ ფაჩულია თავის ფეისბუქის გვერდზე წერს:

“20 დეკემბერს, Oracle Arena-ზე, Golden State Warriors-ის თამაშზე, სადაც ჩემი სახელობის სათამაშო “Bubble Head” დარიგდება, ქართული ანსამბლი “შვიდკაცა” შეასრულებს ამერიკის ჰიმნს და რამოდენიმე ქართულ სიმღერას. დიდი მადლობა Warriors-ს და NBA-ს მხარდაჭერისთვის. მიხარია, რომ უამრავი Warriors-ის და კალათბურთის გულშემატკივარი მოისმენს ქართულ ხმას და სიმღერას”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები